MONOPOLY — პიროვნული ძალა, იმიჯი და გავლენა

6-კვირიანი ინტენსიური ტრანსფორმაცია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი სახელის ბაზრის მთავარ აქტივად აქციოს. ჯგუფში ადგილები შეზღუდულია.
ღირებულება: 1,200 ₾

მონოპოლია

რეალურ სამყაროში კომპეტენცია არ კმარა. რეალურ სამყაროში იმარჯვებს არა ის, ვინც ყველაზე ჭკვიანია, არამედ ის, ვინც იცის ძალაუფლების თამაშის წესები. ეს ტრეინინგი არ არის მოტივაციაზე. ეს არის სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეფუთოთ თქვენი თავი, როგორ მოახდინოთ გავლენა და როგორ აქციოთ თქვენი სახელი ყველაზე ძვირადღირებულ აქტივად.

შენთვისაა თუ

თუ დაიღალე „უხილავობით“ და გინდა აღიარება.

და შენთვის

თუ გსურს ტარიფის გაორმაგება ლოგიკური არგუმენტებით.

და ასევე შენთვის

თუ ხვდები, რომ შენი ბრენდი შენი იმპერიის საძირკველია.

Instructor Bio

ნინო კობერიძე პერსონალური ბრენდინგის ექსპერტი 15-წლიანი გამოცდილებით. ბრენდ „Persona“-ს დამფუძნებელი.

ჩემი ფილოსოფია ეფუძნება ჯეფრი ფეფერის და პიტერ თილის პრინციპებს. მე არ გპირდებით მოტივაციას — მე გაძლევთ ძალაუფლების ინსტრუმენტებს.

მისი პროფესიული ფუნდამენტი ეფუძნება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის მაგისტრის ხარისხს, ხოლო კარიერის განმავლობაში ნინო იკავებდა მაღალი რანგის სტრატეგიულ პოზიციებს, მათ შორის, მარკეტინგის ხელმძღვანელისა და კრეატიული დირექტორის როლებს.

კვირა 1: სტრატეგია და პოზიციონირება (The Foundation)

თემა: ომს იგებენ რუკაზე და არა ბრძოლის ველზე.

  • სესია 1.1: „ყველაფრის მცოდნე“ არის ღარიბი. რატომ აგებენ ყველაფრის მცოდნეები და იგებენ სნაიპერები. თქვენი UVP-ის (უნიკალური ღირებულების) შექმნა.

  • სესია 1.2: ანტი-ავატარი და მტერი. რატომ გვჭირდება „კოშმარული კლიენტი“. წითელი ლენტის სტრატეგია: ვის ვეუბნებით „არა“-ს. თქვენი „დრაკონის“ პოვნა.

  • ინსტრუმენტი: „მონოპოლიის დეკლარაცია“.

კვირა 2: ვიზუალური იდენტობა და პორტფოლიო (The Packaging)

თემა: შეფუთვა ყიდის შიგთავსს. ტვინი ზარმაცი და ზედაპირულია.

  • სესია 2.1: ვიზუალური დიქტატურა. სოციალური ქსელი, როგორც პრემიუმ ჟურნალის გარეკანი. „3 ფერის კანონი“ დიზაინერის გარეშე.

  • სესია 2.2: უნიფორმა (Signature Look). როგორ ვიპოვოთ ერთი დეტალი (hook), რომლითაც დაგვიმახსოვრებენ. სტივ ჯობსის და ანა ვინტურის გაკვეთილები.

  • სესია 2.3: პორტფოლიოს მშენებლობა კლიენტების გარეშე. სტრატეგია „Fake Projects“: როგორ ვაჩვენოთ ჩვენი აზროვნება და არა მხოლოდ შედეგი.

კვირა 3: ციფრული ბრძოლის ველი (Digital Battleground)

თემა: პლატფორმების სტრატეგია — სად და რაზე ვლაპარაკობთ!

  • სესია 3.1: კონტენტ სტრატეგია (3 სვეტი). რაზე ვლაპარაკობთ და რაზე ვჩუმდებით. Expertise + Beliefs + Personal Trait ფორმულა.

  • სესია 3.2: LinkedIn — კორპორაციული ომი. როგორ გავიდეთ CEO-ებზე და HR დირექტორებზე „პარტიზანული კომენტირებით“.

  • სესია 3.3: Instagram & Facebook. Reels (ექსპანსია), Stories (ლოიალობა) და კარუსელები (ავტორიტეტი).

კვირა 4: კონტენტის ანატომია (The Voice)

თემა: როგორ ვაიძულოთ, რომ წაიკითხონ. სქროლის გაჩერების ხელოვნება.

  • სესია 4.1: The Hook (კავი). როგორ დავწეროთ პირველი წინადადება, რომელიც „სკანდალურია“. 3 წამის კანონი.

  • სესია 4.2: ღირებულება და ინსაიტი. რით განსხვავდება ინფორმაცია ინსაიტისგან. მშრალი ფაქტის ქცევა ემოციურ ამბად.

  • სესია 4.3: CTA (ბრძანება). როგორ ვთხოვოთ მოქმედება ისე, რომ სტატუსი შევინარჩუნოთ.

კვირა 5: პერფორმანსი და სხეულის ენა (The Delivery)

თემა: როგორ დავიჯეროთ საკუთარი თავის. კამერა არის კლიენტის ქვეცნობიერი.

  • სესია 5.1: თვალებით კონტაქტი და დომინაცია. ლინზაში ყურების ხელოვნება. რატომ არის „ეკრანზე ყურება“ სისუსტის ნიშანი.

  • სესია 5.2: ენერგიის კანონი (x1.2). ხმის ტემბრი და სუნთქვა: ავტორიტეტის ფიზიოლოგია.

  • სესია 5.3: სხეულის ენა. სივრცის ოკუპაცია და „სახურავის“ (Steepling) ჟესტი.

კვირა 6: მონეტიზაცია და სოციალური კაპიტალი (The Harvest)

თემა: როგორ ვაქციოთ ლაიქები ფულად. ბრენდი ფულის გარეშე მხოლოდ ჰობია.

  • სესია 6.1: სუსტი კავშირების ძალა. როგორ გავიდეთ „ტიტანებზე“. ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი.

  • სესია 6.2: ფასის დადება (Anchoring). მოლაპარაკების ფსიქოლოგია: ვინც პირველი ასახელებს ციფრს, ის იგებს.

  • სესია 6.3: პროდუქტის კიბე. Lead Magnet -> დაბალფასიანი პროდუქტი -> პრემიუმ სერვისი.

ბრენდინგის კურსების უმეტესობა გასწავლით, როგორ იყოთ „ლამაზი“. „მონოპოლია“ გასწავლით, როგორ იყოთ გავლენიანი. ჩვენ არ ვჩერდებით ვიზუალზე; ჩვენ ჩავდივართ ძალაუფლების ფსიქოლოგიაში, ნიშის ოკუპაციასა და მონეტიზაციის მექანიკაში. თუ თქვენ ეძებთ კურსს „ფერების ფსიქოლოგიაზე“, ეს პროგრამა თქვენთვის არ არის. თუ ეძებთ ძალაუფლების არქიტექტურას — სწორ ადგილას ხართ.

მონიპოლია არ ნიშნავს ყვირილს ან აგრესიას. პირიქით, ნამდვილი ძალაუფლება არის მშვიდი, გათვლილი და სტრატეგიული. პროგრამაში ჩვენ ვიყენებთ ჯეფრი ფეფერისა და დონ დრეიპერის მოდელებს, სადაც ავტორიტეტი იქმნება კომპეტენციით, სწორი დისტანციითა და ვიზუალური დიქტატურით.

ეს არის 6-კვირიანი ინტენსივი. მოემზადეთ კვირაში მინიმუმ 5-8 საათის დასათმობად. თეორია მხოლოდ 20%-ია, დარჩენილი 80% არის დავალებები, რომლებიც პირდაპირ თქვენს ბიზნესსა და სოციალურ ქსელებში უნდა განახორციელოთ. „მონოპოლია“ არ არის საკითხავი მასალა — ეს არის წარმატების გეგმა.

მე გაძლევთ იარაღს და რუკას. ბრძოლა თქვენი მოსაგებია. პიტერ თილი ამბობს, რომ იღბალი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ზუსტი გათვლა. თუ თქვენ დანერგავთ Anchoring-ის, ნიშის დიქტატურისა და სოციალური კაპიტალის მართვის სტრატეგიებს — ბაზარი სხვა გზას არ დაგიტოვებთ, გარდა აღიარებისა და ფასების გაზრდისა.

პროგრამაზე სარეგისტრაციოს ფორმა

ეს არის მომენტი, როდესაც შენ ჩერდები და გულწრფელად პასუხობ კითხვას: სად ვარ ახლა და სად მინდა ვიყო?  მე ამას პირადად ვკითხულობ.